20-წლიანი ისტორია სრულდება. მილენიალების ერთ-ერთი საყვარელი მოწყობილობა, რომელიც მუსიკით უზრუნველგვყოფდა, წარსულს ბარდება. Apple-მა რამდენიმე დღის გვამცნო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ამ ხაზის უკანასკნელი წარმომადგენელი ხელმისაწვდომი იქნება მარაგის საბოლოოდ ამოწურვამდე, ხოლო ახალი iPod-ები აღარ იქნება...

iPod-მა 2000-იანების მუსიკალური პლეერების დიზაინი და ბედი განსაზღვრა. 2004 წელს iPod-ს MP3 პლეერების ბაზრის 60% ეკავა, თუმცა მსგავსი წარმატება სწორედ ისაა, რაც წლებს, ახალგაზრდობის მსგავსად, დაუნდობლად მიაქვს.

ეს პატარა და იმ დროისთვის მოხერხებული მედიუმი ჩვენსა და მუსიკალურ სამყაროს შორის, ბევრი ჩვენგანის თინეიჯერობის ოცნება და თვითგამოხატვის საშუალება ახლა სანაგვეზეა. თუმცა, Apple მას სხვა, თანამედროვე და ციფრული მუსიკალური პროდუქტებით ანაცვლებს, რომელთა გამოყენებაც Apple-ის სხვა პროდუქტების გავლით, iPhone-ებში, Mac-ებსა თუ iPad-ებში შეგვიძლია. ამას დღეს მუსიკის, აუდიოსა და ვიდეოს სტრიმინგ სერვისი Apple Music უზრუნველყოფს.

პირველი iPod, რომელიც 2001 წლის 23 ოქტომბერს წარადგინეს. ეს იყო პირველი MP3 პლეერი, რომელსაც 1000 სიმღერის დატევა შეეძლო. მისი ელემენტი10 საათი ძლებდა.

აქვე: გაიგე, რომელი გადაშენებული ტექნოლოგია ხარ — ტესტი