ეს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს — კოლასი გვარამიას დაკავებაზე
საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ კითვებს აჩენს. კოლასის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან ავიცილოთ სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა.
"ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა.
დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში", — თქვა კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.
ამავე თემაზე:
- გვარამიას მალე ჩაანაცვლებს ივანიშვილი, მისი დაჭერით ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა — წერეთელი
- ქვეყანას ჰყავს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი — ზურაბ გუმბარიძე
- სოფო ლილუაშვილი: მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ — გამაგრდნენ
- რურუა გვარამიაზე: კიდევ ერთი პოლიტპატიმარი საქართველოში
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
კომენტარები