შესაძლოა, იმ ფილმებისა და სერიალების ნახვა, რომელშიც თამაშობ, ბევრისთვის ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უამრავი მსახიობი ასე სულაც არ ფიქრობს. მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, რომლებმაც ეკრანებზე ჩვენი საყვარელი პერსონაჟები შექმნეს.

ამ გადაწყვეტილების მიღმა სხვადასხვა მიზეზი იმალება — ზოგს საკუთარი თავის ეკრანზე დანახვა არ მოსწონს, სხვებმა დრო ვერ გამონახეს, ნაწილი საკუთარი თამაშით უკმაყოფილოა, ზოგს კი სერიალი ან ფილმი არ ეხატება გულზე.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 მსახიობს, რომელსაც საკუთარი ფილმი თუ სერიალი არ უნახავს:

1. ელენ პომპეოს გრეის ანატომიის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი აქვს ნანახი

ფოტო: ABC

ელენ პომპეომ ინტერვიუში განაცხადა, რომ საპილოტე ეპიზოდის გარდა, სერიალის მხოლოდ 6-7 სერია აქვს ნანახი. საკუთარ პოდკასტში კი ისიც გაგვიმხილა, რომ ძველი ეპიზოდების ნახვა მაშინ დასჭირდა, როცა რამდენიმე სერია თავად გადაიღო.

2. რუპერტ გრინტმა ჰარი პოტერის მხოლოდ პირველ სამ ფილმს უყურა

ფოტო: Warner Bros

რუპერტ გრინტმა გამოცემა Variety-ს უთხრა, რომ ჰარი პოტერის ფილმებიდან მხოლოდ პირველი სამი აქვს ნანახი. მსახიობის თქმით, ეკრანზე საკუთარი თავის დანახვა არ მოსწონს და პირველ ფილმსაც თავიდან ბოლომდე მხოლოდ ცოტა ხნის წინ უყურა.

3. კიტ ჰარინგტონს სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონი არ უნახავს

ფოტო: HBO

ფანების ნაწილს პოპულარული სერიალის მერვე, ფინალურმა სეზონმა იმედი გაუცრუა. ისინი ბოლო სეზონის ხელახლა გადაღებასაც კი ითხოვდნენ. როცა ამის შესახებ GOT-ის ვარსკვლავს, კიტ ჰარინგტონს ჰკითხეს, მან აღიარა, რომ ბოლო სეზონს არ უყურა.

4. მეთიუ ფოქსს Lost-ის შინაარსი მოსწონს, თუმცა ამან სერიალის ყურება ვერ აიძულა

ფოტო: ABC

მეთიუ ფოქსს, რომელიც Lost-ის ექვსივე სეზონში ჯეკს განასახიერებდა, სცენარი წაკითხული აქვს და მოსწონს კიდეც, თუმცა თავად სერიალი არ უნახავს.

5. Lost-ის ნახვას ნავინ ენდრიუსი 20 წლის შემდეგ აპირებს

ფოტო: ABC

Lost არც ნავინ ენდრიუსს უნახავს, რომელიც სერიალში საიდს განასახიერებს. როგორც თავად ამბობს, სავარაუდოდ, სერიალს 20 წლის შემდეგ ნახავს.

6. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ენდრიუ ლინკოლნს The Walking Dead არ უნახავს

ფოტო: AMC

მიუხედავად იმისა, რომ სერიალმა ენდრიუს უდიდესი პოპულარულობა მოუტანა, მისი თქმით, საკუთარი თავის ეკრანზე დანახვა არ უყვარს. მისი თქმით, ეს "ჯადოსნობას აქრობს" და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანისკენაც უბიძგებს.

7. ჯარედ ლეტომ Dallas Buyers Club-ისთვის ოსკარი ფილმის უნახავად მიიღო

ფოტო: Focus Features

ჯარედ ლეტოს თქმით, Dallas Buyers Club-ზე იმდენი ქება და დადებითი შეფასება მოისმინა, რომ ჰგონია, ფილმი მის მოლოდინს ვერ გაამართლებს. მსახიობის თქმით, ამის მიუხედავად, ნამუშევარს მომავალში ალბათ მაინც ნახავს.

8. 2013 წელს მეგი სმიტმა თქვა, რომ Downton Abbey არასდროს უნახავს

ფოტო: Everett Collection

მეგი სმიტმა 2013 წელს საზოგადოებას გაუმხილა, რომ Downton Abbey არასდროს უნახავს:

"ყოველთვის ვხედავ იმას, რისი გაკეთებაც განსხვავებულად მინდოდა და ვფიქრობ: 'ღმერთო, ასე რატომ მოვიქეცი?"

9. ჯონი დეპს Edward Scissorhands არ უნახავს

ჯონი დეპს მისი ცნობილი ფილმი Edward Scissorhands არ უნახავს. მისი თქმით, ტიმ ბარტონის მხოლოდ ის ფილმები აქვს ნანახი, რომლებშიც თავად არ თამაშობს.

10. ნიკოლ კიდმანს თავისი ფილმებიდან მხოლოდ Australia და Moulin Rouge! აქვს ნანახი

ფოტო: Everett Collection

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსახიობს The Hours-იც არ უნახავს, რომლისთვისაც ოსკარი მიიღო.