აპრილში საქართველოში რეკორდულად მაღალი, 308,1 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. გასულ თვეში მიღებული გზავნილების 43%, ანუ 133 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის.

გარდა რუსეთისა, აპრილში ყველაზე მეტი თანხა იტალიიდან, აშშ-დან და ყაზახეთიდან გადმოირიცხა.

ასეთია იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლისგანაც აპრილში ყველაზე მეტი თანხა მივიღეთ:

  1. რუსეთის ფედერაცია — $133 მილიონი, წლიური ზრდა 298,8%;
  2. იტალია — $33,4 მილიონი, ზრდა 5,3%;
  3. აშშ — $25 მილიონი, ზრდა 0,6%;
  4. ყაზახეთი — $20 მილიონი, ზრდა 704,9%;
  5. საბერძნეთი — $18,6 მილიონი, კლება 14,3%;
  6. ისრაელი — $16,2 მილიონი, ზრდა 4,6%;
  7. გერმანია — $12 მილიონი, ზრდა 37,5%;
  8. თურქეთი — $8,1 მილიონი, კლება 16,4%;
  9. აზერბაიჯანი — $5 მილიონი, კლება 45,1%;
  10. ესპანეთი — $4,7 მილიონი, ზრდა 8,2%.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში საქართველოდან უცხოეთში 25,4 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი თანხა თურქეთსა ($6,4 მილიონი) და რუსეთში ($2,7 მილიონი) გაიგზავნა.