საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. მისი თქმით, ასევე, ექნებათ განხილვა უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ.

"მექნება შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ", — აღნიშნა მან.

6 მაისს საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.