ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს — დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს. მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი და მონიტორინგის პროცესის შესაბამისად, საინტერესო მიგნებები აქვთ.
"კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, აქვთ საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად და ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იყო გაზიარებული. შაბათს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები და მნიშვნელოვნად განსხვავდება, ყოველ შემთხვევაში ის ეფექტი, რომელიც ზრდის იყო, არის თანხვედრაში გაძვირებასთან საერთაშორისო ბაზარზე.
ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა თავის ინერცია და ეს ინერცია იყო რამდენიმეკვირიანი. ამ რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ე.წ. ტაბლოებზე, ანუ მაჩვენებლებზე, მანიშნებლებზე საწვავის საცალო ფასები, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა ამ შემთხვევაში საჭირო საწვავის საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან, ამიტომ პრემიერის დავალებით, მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი.
რამდენიმე დღე ჩვენ მათთან ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან, შესაბამისად მოხდეს კორექტირება ფასების ან ჩვენ ველოდებით მყარ არგუმენტებს, რომელიც მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი მაინც არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს", — აცხადებს დავითაშვილი.
მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინი 41,4%-ით გაძვირდა, ხოლო დიზელის ტიპის საწვავის ფასი 53,4%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, როგორც დიზელი, ისე ბენზინი აპრილში ყველაზე მეტად გაძვირებულ 10 პროდუქტს შორის მოხვდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები