იაგო ხვიჩია

16 May. 2022, 13:03

ხალხი სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებით გამოყენებაზე რომ დაიჭიროთ, მაშინ პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და ასევე საჯარო სამსახურში ვისაც მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი მანქანა არასოდეს მყოლია, ვისაც ჰყავდა, მათ დავკვირვებივარ და ისინი მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. ეს ჩვეულებრივი აპრობირებული ამბავია არა თუ კერძო დაწესებულებაში, არამედ საჯარო სამსახურშიც და ამის გამო ადამიანის დაჭერა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის თავად ქართული ოცნებისთვის.

აცხადებს გირჩის ლიდერი. დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ