ესპანეთის სახელმწიფო კვლევით საბჭოში მომუშავე მეცნიერებმა ნაწლავის ჩხირის, იგივე ბაქტერია ეშერიხია კოლის გენები ხელოვნურად შეცვალეს და მას, არც მეტი, არც ნაკლები,"ჯვრებისა და ნულების" თამაში ასწავლეს.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქტერია ელექტრონული კომპონენტის, მემრისტორის მსგავსად მოქმედებს. ის კომპიუტერის ჩიპების შესაქმნელად გამოიყენება, რომლებსაც ტვინის სინაფსების იმიტირება შეუძლია", — ამბობენ სპეციალისტები.

ფოტო: Alfonso Jaramillo/CSIC

მკვლევრების თქმით, მათ ექსპერიმენტში გაითვალისწინეს, რომ ხშირად მოთამაშე პირველ ჯვარს ნახაზის ცენტრში სვამს, ამას მოჰყვება მიკროორგანიზმის ნული, რომელიც ყველაზე წითელი შეფერილობის უჯრედში ჯდება. ბაქტერიის მომდევნო ნაბიჯები ბადის სხვადასხვა ნაწილში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ისინი "გრძნობენ". უკეთ რომ გავიგოთ, ყოველ უჯრედში ცილის თანაფარდობა იცვლება, რაც ნაწლავის ჩხირს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის.

ეს თამაში რამდენიმე დღე გრძელდება, რადგან კოლის "გადაწყვეტილების მისაღებად", ანუ შესაბამისი რეაქციისთვის დრო სჭირდება. ავტორთა განცხადებით, თავიდან ბაქტერია ნულს შემთხვევითობის პრინციპით სვამდა, რვა სესიის შემდეგ კი "ჯვრებსა და ნულებს" ალღო აუღო.

მეცნიერები მიკროორგანიზმების გამოყენებით უფრო რთული ნეირონული ქსელის შექმნას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ეს უჩვეულო ცდისპირები ბევრად ძნელად შესასრულებელ დავალებებსაც გაართმევენ თავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.