საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა 48 ადამიანი მიიღო და 29 გაუშვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა, ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევის (6 იანვარი) შემდეგ, არხზე 48 ადამიანი დაასაქმა 29-სთან კი თანამშრომლობა შეწყვიტა. 2017 წლის 1 იანვრიდან 13 აპრილის პერიოდში არხზე დასაქმებული თანამშრომლების შესახებ რაოდენობა On.ge-ს საზოგადოებრივმა მაუწყებლმა საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდა.
ახალი მენეჯმენტის პირობებში 12 კორესპონდენტი, ექვსი მომღერალი, ოთხი ოპერატორი, ახალი ამბების დაგეგმვის სამი რედაქტორი, სამი ვებ-რედაქტორი, ორი ანალიტიკოსი და კიდევ 18 ადამიანი სხვადასხვა თანამდებობაზე დაასაქმეს. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არის სამი კორესპონდენტი, ორი მძღოლი, ორი ოპერატორი და სხვა პოზიციაზე მომუშავე 22 თანამშრომელი.
მოწოდებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ პირველი იანვრიდან 13 აპრილის ჩათვლით, არხზე სულ 54 ადამიანი დასაქმდა, 31-თან კი თანამშრომლობა შეწყდა. ამით მაუწყებლის თანამშრომლების რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1 151-ს გაუტოლდა.
ვასილ მაღლაფერიძემ გენერალურ დირექტორად არჩევიდან ერთი თვის შემდეგ მაუწყებლის განვითარების ხედვის პრეზენტაცია გამართა. მაშინ მაღლაფერიძე ამბობდა, რომ თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია იგეგმებოდა, თუმცა, მისი დირექტორობის თითქმის 100 დღის განმავლობაში ეს რაოდენობა გაიზარდა.
On.ge-ს მიღებული და გათავისუფლებული თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია გამოთხოვილი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ინფორმაცია არ გასცა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება ასე ახსნა: "ინფორმაციის გაცემამ შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულ პირთა იდენტიფიცირება და ამდენად, მათი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება."
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები