გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთისთვის Nato-ს კარი ღიაა.

"თუ თქვენ მზად ხართ, ჩვენ მზად ვართ", — აცხადებს ბერბოკი.

მისივე თქმით, ალიანსში ამ ქვეყნების დამატება გააძლიერებს Nato-ს და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს გააერთიანებს.

ფინეთის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდნენ, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადს საპარლამენტო მოსმენის შემდეგ შეიტანენ. პარლამენტს კი განაცხადი მას შემდეგ გადაეცემა, რაც მას მთავრობა დაამტკიცებს.