უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში რადას წარმომადენელმა Telegram-ზე განაცხადა.

კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და აქტივობა, რომელთა მიზნები და ქმედებები მიზნად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლებას, ლეგიტიმურად აღიარებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ან/და ბელარუსის შეარაღებული აგრესიის უკრაინის შიდა კონფლიქტად, სამოქალაქო კონფლიქტად, სამოქალაქო ომად წარმოჩენათა და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაციის უარყოფას ისახავს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში