ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინული ჯარები იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

"იზიუმის მიმართულება ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იქ კონტრშეტევა წამოიწყეს. ზოგიერთი მიმართულებით მტერი უკან იხევს", — განაცხადა სინეგუბოვმა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში