უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ბოლო 24 საათში რუსეთის მიერ ოკუპირებული 6 დასახლება დაიბრუნა.

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა სულ 1 015 დასახლება დაიბრუნეს.

"ჩვენ აღვადგენთ ელექტროენერგიას, წყალმომარაგებას, კომუნიკაციებს, ტრანსპორტს და სოციალურ სერვისებს ამ დასახლებებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — აცხადებს პრეზიდენტი.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში