უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსეთის აგრესიას ამ დრომდე 227 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 420 კი დაშავდა.

უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად 1 748 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 144 მთლიანად განადგურდა.