მარიუპოლში ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვა დაიწყეს. ამის შესახებ Telegram-ზე მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო წერს.

"მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულები ამბობენ, რომ ოკუპანტებმა ბავშვებიც კი დაკითხეს. მშობლების დაკითხვის შემდეგ, ისინი დეტალებთან დაკავშირებით ბავშვების დაკითხვას იწყებენ. რუსები მშობლების ტყუილში გამოჭერას ცდილობენ", — წერს ის.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში