ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ომის დაწყების შემდეგ პირველად ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას CNN პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოსტინმა მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი უკრაინაში და კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი", — განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბმა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში