რუსმა სამხედრომ, რომლის საქმესაც უკრაინის სასამართლო განიხილავს, პროცესზე დანაშაული აღიარა. ამაზე ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს. ვადიმ შიშიმარინი ადვოკატითა და თარჯიმნით უზრუნველყვეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ რუსი სამხედროს ბრალეულობა მტკიცდება ექსპერტიზითა და მოწმეების ჩვენებითაც.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი სატანკო დივიზიის მეთაური იყო. გამოძიების მიხედვით, 28 თებერვალს მან სოფელ ჩუპახივკაში შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 18 მაისს გაიმართება.