თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, არ აქვს პოზიტიური შეხედულებები ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც Reuters წერს, ერდოღანმა ისაუბრა, რომ სკანდინავიური ქვეყნები "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".

"ჩვენ ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები", — თქვა მან.

მან აღნიშნა ისიც, რომ ალიანსის შეცდომა იყო საბერზნეთის წევრად მიღება. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ.

"როგორც თურქეთს, ჩვენ არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. [...] ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრებიც კი არიან. არ შეიძლება ჩვენ მომხრეები ვიყოთ" — თქვა ერდოღანმა.

როგორც Bloomberg წერს თურქეთს სურს, რომ შვედეთმა და ფინეთმა მკაფიო პოზიცია დაიკავონ სეპარატისტი ქურთი მებრძოლების მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ავტონომიისთვის.

Reuters-ის ინფორმაციით, ერდოღანის განცხადებაზე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

12 მაისს ფინეთის პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს. ერთობლივ განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე და პრემიერმინისტრი, სანა მარინი არნიშნავენ, რომ NATO-ში გაწევრიანება ფინეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს, როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კი ამბობს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ ყველა მოკავშირე მიესალმება ქვეყნების პერსპექტიულ წევრობას და რომ გაწევრიანების პროცესი იქნება სწრაფი.

26 აპრილს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადების გაკეთებას მაისში გეგმავენ.