გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დღეს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. მან Twitter-ზე ის სამი საკითხი ჩამოთვალა, რომელიც პუტინთან წამოაყენა.

"უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ცეცხლი. მტკიცება, რომ იქ ნაცისტები არიან ხელისუფლებაში, მცდარია და მე მას, ასევე, შევახსენე რუსეთის პასუხიმგებლობა გლობალურ სასურსათო სიტუაციაზე", — წერს შოლცი.

დღეს უკრაინის მე-2, მე-3 და მე-5 პრეზიდენტებმა, ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშენკომ და პეტრო პოროშენკომ მსოფლიო ლიდერებს აზოვსტალში დარჩენილი ხალხის გადარჩენა სთხოვეს. მათი თქმით, ეს აღარ არის თანასწორი და უთანასწორო ბრძოლა, არამედ სისხლიანი შურისძიება და ხოცვა-ჟლეტა მათი, ვინც ალყის მიუხედავად, რუსეთის დამარცხება შეძლო.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში