უკრაინის ვიცეპრემიერის განცხადებით, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. მისი თქმით, თურქეთის შუამავლობით აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. ვერეშჩუკის თქმით, ევაკუაციის პირველ ეტაპზე მძიმედ დაჭრილებს გამოიყვანენ.

"დავიწყეთ სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. ჩართულია არის წითელი ჯვარი. ისინი რუსებს ხვდებიან.

გვსურს ხელმოწერილი იყოს დოკუმენტი: ზუსტად როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია, ვემზადებით ხელმოწერისთვის", ამბობს ვერეშჩუკი.

მან აღნიშნა, რომ აზოვის ბატალიონის მებრძოლები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და ოფიცრები, ეროვნული პოლიცია და მესაზღვრეები აზოვსტალზე იმყოფებიან.

უკრაინსკა პრავდა წერს, რომ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც იცავენ აზოვსტალს, აცხადებენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე თითქმის 600 დაჭრილი ჯარისკაცი იმყოფებოდა, მაგრამ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია.

30 აპრილს კი მარიუპოლის მცველების მეთაურიმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ალყაში მყოფი აზოვსტალიდან მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების გაყვანა სთხოვა.