დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის ცნობით, მსოფლიოს გარშემო საბჭოთა და რუსული წარმოების თავდაცვით იარაღებს ეძებენ, რათა ისინი უკრაინისთვის შეიძინონ. ინფორმაციას ამის შესახებ WSJ ავრცელებს.

"თუ გინდა, რომ ისინი უკრაინას ხვალ დილითვე მიაწოდო, რათა მათ ბრძოლა გააგრძელონ... იპოვე ის, რაზეც გაწვრთნილები არიან, იპოვე ის, რაც სჭირდებათ", — თქვა მან.

უოლასის განცხადებით, რუსული აღჭურვილობის მარაგი 23 ქვეყანას აქვს. მათ შორის, სავარაუდოდ ავღანეთს. თუმცა, როგორც ბრიტანეთის წარმომადგენელი აღნიშნავს, თავად რუსეთიც კი არ გარისკავს იქ მათ შეძენას.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში