ილონ მასკმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით შეხვდება იმ ჩინელ კაცს, რომელიც თავს "ჩინელ ილონ მასკს" უწოდებს. კაცი, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციიდანაა, სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია, რადგან გარეგნულად ილონს მასკს ჰგავს.

ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ილონ მასკს კომენტარი დაუწერა და უთხრა, რომ "ჩინელი ილონ მასკი" უბრალო სატყუარა შეიძლება იყოს. "მინდა ამ ბიჭს შევხვდე (თუ ის რეალურია). Deepfake-ების გადამკიდე, სხვაგვარად რთულია, ენდო", — ასე უპასუხა კომენტარს ილონ მასკმა.

ჩინელი კაცი, რომელიც ილონ მასკს გარეგნულად ჰგავს, პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტიკტოკზე მისი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ჩინელი კაცი ძვირადღირებული ავტომობილის გვერდით დგას და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ის ილონ მასკს მაშინვე მიამსგავსეს. ვიდეომ ილონ მასკამდეც მიაღწია და მან იხუმრა, რომ "ნაწილობრივ ჩინელი შეიძლება იყოს".

ჩინელი კაცის ტიკოტკის სახელი Elong Musk-ია და მას უკვე 230 ათასი გამომწერი ჰყავს. ერთ-ერთი ვიდეოში, რომელიც უკვე უამრავმა ადამიანმა ნახა, კაცი თავის თავს "ჩინელ ილონ მასკად" მოიხსენიებს.

@mayilong0 My English is awful. But I will try my best to communicate with you!My bro!#tesla #elonmusk ♬ Horizon-Janji - 看见音乐

კიდევ ერთ ვიდეოში ჩინელი კაცი ილონ მასკის მიერ ტვიტერის შეძენას გამოეხმაურა. ტიკტოკის ვიდეოში კაცი ტვიტერის ლოგოზე მიუთითებს და მას "თავის ჩიტს" უწოდებს.

@mayilong0 This is a free bird. I like him and I'm going to go to him right now. Because Elon Musk is my brother#elonmusk #tesla #twitter ♬ dance(256762) - TimTaj

ამ კვირაში კაცმა კიდევ ერთი ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ინგლისურად ლაპარაკს ცდილობს. ვიდეოს კი შემდეგ აღწერა გაუკეთა: "სინამდვილეში არ ვიცი, რაზე ვლაპარაკობ. გთხოვთ, მაპატიეთ"

@mayilong0 Actually I don't know what I'm talking about, please forgive me. I'm embarrassed, I need an English teacher.#elonmusk #twins #tesla ♬ Canyons - Official Sound Studio

ჩინელმა კაცმა უკვე განაცხადა, რომ ილონ მასკს თავადაც სიამოვნებით შეხვდება.