საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ ინფორმაცია უკვე ბლოკჩეინშია.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს.

რეესტრში ამბობენ, რომ სახელმწიფო რეგისტრაციებში მისი დანერგვის მიზანი სანდოობისა და უსაფრთხოების გაზრდაა:

"ეს ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო დაცულს ხდის".

საჯარო რეესტრში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ჟურნალის ნახვა ონლაინ შეგიძლიათ.

რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის 21-ე საუკუნეს - ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ თამარ მენთეშაშვილის ვრცელი და ამომწურავი ოპედი. ბიტკოინის ტექნოლოგია მსოფლიოს რევოლუციას ჰპირდება. მარტის დასაწყისში, პირველად ისტორიაში, კრიპტოვალუტა ბიტკოინმა ღირებულებით ოქროს აჯობა.