საქართველოს ბანკის ღონისძიება UPDATE-ზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მობაილ ბანკის აპლიკაცია მომავალში სუპერ აპად იქცევა. თავის თავში გააერთიანებს უამრავ საბანკო და არასაბანკო სერვისს. იგი მომხმარებლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება.

მობაილ ბანკი უკვე დაადგა სუპერ აპობის გზას. მაგალითად, მას უკვე აქვს ისეთი არასაბანკო ფუნქციონალი, როგორიცაა ინვესტიციები, მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და შეთავაზებები.

საქართველოს ბანკის ანონსის მიხედვით, მობილ ბანკს დაემატება ისეთი ფუნქციონალი, როგორებიცაა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბილეთები, გადახდის ახალი მეთოდი, მობილური კომერცია QR-ის გამოყენებით, ყოველდღიური სიახლეები სთორების სახით, სხვა ბანკის ანგარიშების მართვა ერთი სივრციდან, Marketplace-ი, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა. ყველა სიკეთესთან ერთად, მომხმარებელს საშუალება ექნება, მობაილ ბანკში თვითონვე მიუთითოს საკუთარი ინტერესები.

მობილბანკის შეთავაზებების მოდულის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ბიზნესის არასაბანკო (lifestyle) შეთავაზებები ერთ სივრცეში იხილოს.

ბანკის მიზანია, მობაილბანკის საშუალებით, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებები; მისცეს მათ შესაძლებლობა, ცენტრალიზებულად, ერთი აპლიკაციიდან მიიღონ წვდომა ისეთ საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურობის ნაწილია.