კვლევა: რა გავლენას ახდენს ანტითურქული და ანტიდასავლური პროპაგანდა მოსახლეობის განწყობებზე
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე არაერთხელ გვისაუბრია და ვიცით, რომ ისინი გავლენას ახდენს მოსახლეობის არჩევანსა და დამოკიდებულებებზე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. სწორედ ამიტომ რუსელი პროპაგანდის მთავარი სამიზნე ის ქვეყნებია, რომელბშიც სტრატეგიული ინტერესი აქვს.
საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადია მოსახლეობა მსგავსი გზავნილების მიმართ. კვლევის მიხედვით, ანტიდასავლური პროპაგანდა ევროკავშირის მხარდაჭერის შესასუსტებლად წარმოაჩენს ევროკავშირთან ინტეგრაციის სხვადასხვა ჰიპოთეტურ შედეგს. მათი ნაწილი მოსახლეობაში გარკვეულ წუხილებს იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას NATO-ში გაწევრიანება სურს, დიდი ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.
კვლევით გამოვლინდა, რომ მოსახლეობის მესამედი მოწყვლადია ანტიამერიკული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ.
გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია ანტითურქული დეზინფორმაციული გზავნილების მიმართ. აღსანიშნია, რომ რუსული პროპაგანდა ხშირად ცდილობს საქართველოს მტრად თურქეთი წარმოაჩინოს და ყურადღება თავისი დანაშაულებიდან გადაიტანოს.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას. კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ შეგიძლიათ დეზინფორმაციის ამოცნობა — მხოლოდ 14% არის სრულად და 21% ძირითადად დარწმუნებული.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის თქმით, არ გადაამოწმებდნენ სავარაუდოდ ყალბ ინფორმაციას. კერძოდ, 32%. მხოლოდ 24 პროცენტია მათი რიცხვი, ვინც ალტერნატიულ წყაროს მოძებნიდა.
მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.
CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.
გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).
ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები