მოსახლეობის უმრავლესობა EU-ში გაწევრიანების მომხრეა — რატომ სურთ და რატომ ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციას
საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% ევროკაშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 13% ეწინააღმდეგება, 8% ფიქრობს, რომ სულერთია, ხოლო 7% საკუთარ აზრს არ აფიქსირებს.
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა უმრავლესობა ძირითად მოტივად უკეთეს ეკონომიკურ პირობებს ასახელებს. კითხვაზე რა არის მთავარი მიზეზები, რის გამოც თქვენ ემხრობით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება — 47%;
- საქართველოში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება — 33%;
- დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები იქნება — 27%;
- საქართველო საგარეო საფრთხეებისგან უფრო მეტად იქნება დაცული — 26%;
- ვიზის გარეშე შევძლებ ევროკავშირში მოგზაურობას — 26%;
- საქართველო ეკონომიკურად ნაკლებად დამოკიდებული იქნება რუსეთზე — 25%;
- ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უკეთესი შანსი — 20%;
- ქართული კულტურა და ტრადიციები უკეთ იქნება დაცული — 9%;
- გარემოს მდგომარეობა გაუმჯობესდება — 3%.
ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობა ძირითადად ტრადიციების და დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშის გამო ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 13%-ს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ, ჰკითხეს რა არის მათი მიზეზები და პასუხები ასე გადანაწილდა:
- საქართველო დაკარგავს ტრადიციებს — 37%;
- ეს ხელს შეუშლის რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს — 35%;
- საქართველო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას — 31%;
- ახალგაზრდები დატოვებენ საქართველოს — 17%;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაკლები შანსი ექნება — 17%;
- საქართველოში ცხოვრების პირობები გაუარესდება — 14%;
- ევროკავშირი მეტ ლიბერალურ ღირებულებებს გააძლიერებს საქართველოში — 10%;
- საქართველოს მოუწევს, დათანხმდეს მიგრანტების მიღებას — 7%.
ანტიდასავლური პროპაგანდა ევროკავშირის მხარდაჭერის შესასუსტებლად წარმოაჩენს ევროკავშირთან ინტეგრაციის სხვადასხვა ჰიპოთეტურ შედეგებს.
მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.
CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.
გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).
ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
კომენტარები