გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში ჩეხეთის რესპუბლიკა აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 157-მა ქვეყანამ დაუჭირა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ვადა დღეს იწყება და 31 დეკემბერს იწურება. ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დაასახელეს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერა. ამის მიზეზი რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შედეგად ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემური დარღვევებია.