ირაკლი ზარქუა

10 May. 2022, 14:27

ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ევროკავშირში სტატუსის მისაღებად, წევრობის სტატუსის მისაღებად დღეს მეორე ნაწილს კითხვარისას გადასცემენ ევროკავშირის წარმომადგენლობას ყველა უწყება იყო დიდი პასუხისმგებლობით ჩართული ამ ნაწილში და მგონია, რომ ივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ამ ისტორიულ შანსს, ევროკავშირის წევრობის სტატუსს. 

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ გეგმაზომიერად ჩვენი ხელისუფლება, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გაგრძელებული უვიზო მიმოსვლა და ეს იქნება დაგვირგვინება სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ის რეფორმები, რაც გვქონდა ეკონომიკაში, რაც გვქონდა სამართლებრივ, მათ შორის კონსტიტუციაში ყველაფერი დაგვირგვინდა სწორედ ამ აი ასეთი ლამაზი დასასრულით. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამსახურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ