დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 მაისიდან 8 მაისამდე:

  • გამოვლინდა ინფიცირების — 745 ახალი შემთხვევა;
  • გამოჯანმრთელდა — 984;
  • გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ბოლო ერთი კვირაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 112 564 კვლევა ტესტით, მათ შორის:

  • ანტიგენით — 101 045;
  • PCR — 11 519.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0,66%. NCDC-ის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკა ყოველკვირეულად, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.