თიბისი დაზღვევამ ბაზარზე შესვლის დღიდან ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყო. კომპანიამ შექმნა ყველა ის პროცესი და ეკოსისტემა, რომელმაც დაზღვევა უფრო სწრაფი, მარტივი და ციფრული გახადა.

თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევა 3 წლის წინ ჩაუშვა — დღეს კი, მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ჯანმრთელობის მიმართულებით თანამშრომლობს 400-ზე მეტ ორგანიზაციასთან და საერთ ჯამში 35,000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს.

ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ამერიკის საელჩო, ისრაელის საელჩო, წითელი ჯვარი, ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), სამსუნგი, კნაუფი, ალტა, მეიჯერელი და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიები.

პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთ გარემოში რთულია შეინარჩუნო ემოციური სტაბილურობა და განაგრძო სრულფასოვანი ცხოვრება.

"ჩვენ გვჯერა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატოთ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე", — პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა დაამატა — მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. ეს სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს 50%-იანი თანაგადახდით ფსიქოთერაპევტთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე.

თიბისი დაზღვევა ზრუნავს მომხმარებელზე და თავისხმრივ, უმარტივებს მას ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ამიტომაც, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, შექმნას მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისი და დანერგოს ბაზარზე ახალი სტანდარტები.