გაეცანი პროფესიას ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია შეხვდე სხვადასხვა დარგის პროფესიონალს, გაიგო რა გზა განვლეს მათ წარმატების მისაღწევად და დაუსვა კითხვები.

გაეცანი პროფესიის რიგით მესამე შეხვედრა დაეთმობა თემას: რას ნიშნავს, იყო ექიმი? ღონისძიების სტუმარი იქნება ექიმი-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.

შეხვედრის დრო: 11 მაისი, 18:00 სთ
ადგილი: ალტე უნივერსიტეტი.

დასასწრებად დარეგისტრირდი აქ.