ბალენსიაგა და მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია საზოგადოების გაოცებასა და ალაპარაკებას ყოველთვის ახერხებენ. ამჯერად ბრენდი მომხმარებლებს გაცვეთილ ფეხსაცმელს სთავაზობს — თეთრი, წითელი და შავი ფერის კედების ფასი $495 და $625 დოლარია.

ინტერნეტში აღნიშნული ფეხსაცმელების გაზვიადებულად გაცვეთილი ვერსიებიც გავრცელდა, თუმცა ეს არა კონკრეტული მოდელები, არამედ უბრალოდ კამპანიის ნაწილია — ეს ფოტოები გვიჩვენებს, რომ ახალი კოლექციის ფეხსაცმელი დიდხანს გაგვიძლებს და გაცვეთამდე გვეცმევა.

ფოტო: Balenciaga

ფოტო: Balenciaga

ამის მიუხედავად, ბალენსიაგა მაინც უშვებს ლიმიტირებულ "განადგურებულ" ფეხსაცმელებს, რომლებიც უფრო გაცვეთილია და უფრო ძვირიც — $1 850 ღირს. ლიმიტირებული მოდელების შეძენა მხოლოდ 100 იღბლიან მყიდველს შეეძლება.

ფოტო: Balenciaga

ფოტო: Balenciaga