გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება შენარჩუნებული. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თბილისს, სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს +19, +21 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 14 მაისს+24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.