რა უნდა ვიცოდეთ არტერიულ ჰიპერტენზიაზე?
არტერიული ჰიპერტენზია სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის გახანგრძლივებულ და მყარ მატებას ნიშნავს. ის, ძირითადად, ქრონიკულად მიმდინარეობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, კარდიოვასკულური სისტემის ავადობის და სიკვდილიანობის ძირითად რისკფაქტორს წარმოადგენს.
არტერიულ ჰიპერტენზიას გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამწვავება ახასიათებს. რადგანაც ახლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეზონია, დაავადებაზე უფრო მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კარდიოლოგი თამარ ჭიხორია საუბრობს.
არტერიული ჰიპერტენზიის რა სახეები არსებობს და რა გართულებებია მოსალოდნელი ამ დაავადების დროს?
არტერიული ჰიპერტენზიის ორი სახე არსებობს – პირველადი და მეორადი. პირველ შემთხვევაში ის დამოუკიდებლად მიმდინარე დაავადება, მეორე შემთხვევაში კი სხვა დაავადების სიმპტომი. არტერიული ჰიპერტენზიის ორივე ფორმა ძალიან საყურადღებოა, რადგან მან შეიძლება მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს.
ამ გართულებებს შორის, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ჰიპერტენზიული კრიზი, რაც წნევის მკვეთრ მატებას ნიშნავს. ხშირი კრიზი სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას უფრო მეტად აჩქარებს. უმართავი ჰიპერტენზია იწვევს იშემიურ ან ჰემორაგიულ ინსულტს, გულის უკმარისობას, მიოკარდიუმის ინფარქტს, თირკმლის უკმარისობას, იმპოტენციას მამაკაცებში, მხედველობის გაუარესებას და სხვა.
არტერიული წნევის რა მაჩვენებლები უნდა მივიჩნიოთ ჰიპერტენზიად და დაავადების რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევა, როდესაც სისტოლური წნევა 120-129 მმ.ვწყ., ხოლო დიასტოლური 80-84 მმ.ვწყ.-ია. 140/90 მმ.ვწყ.სვ და მეტი უკვე მომატებულ არტერიულ წნევად ითვლება. თუმცა, განსხვავებულია ეს მაჩვენებლები შაქრიანი დიაბეტის დროს. ასეთ პაციენტებში 130/85 მმ.ვწყ.სვ უკვე ჰიპერტენზიად მიიჩნევა.
არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკური ნიშნებია თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება, ტაქიკარდია ანუ გულისცემის აჩქარება, კიდურების დაბუჟება და გაციება.
ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტი შესაძლებელია ვერც კი გრძნობდეს წნევის ციფრების მატებას.
რა არის არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი პრევენცია?
არტერიულ წნევას ბევრი რამ შეიძლება იწვევდეს, თუმცა, მათ შორის აღსანიშნავია გენეტიკური წინასწარგანწყობა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება და ა.შ. შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოადგენს, რაც ფიზიკურ აქტივობას, წონის კონტროლს, სუფრის მარილისა და კოფეინის მოხმარების შეზღუდვას, ალკოჰოლზე, თამბაქოსა და სხვა მავნე ჩვევებზე უარის თქმას გულისხმობს.
როგორ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა და მკურნალობა?
პაციენტმა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს სწორი დიაგნოზის დასმა და დაავადების განვითარების მიზეზების დადგენა. ამისათვის, ხშირად, საჭიროა წნევის 24 საათიანი მონიტორინგი. ასევე, პაციენტს უტარდება რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
სამკურნალო პრეპარატები ინდივიდუალურად ინიშნება — დაავადების მიზეზისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები შეასრულოს, აკონტროლოს წნევა და თვითნებურად არ შეწყვიტოს მკურნალობა. ეს ყველაფერი დაავადების გამწვავებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების წინაპირობაა.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები