ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მილოცვა გამოუგზავნა, სადაც მოსკოვის მიმართ "მტკიცე სოლიდარობა" გამოხატა. ინფორაციას BBC ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, 9 მაისს გაგზავნილ წერილში კიმმა "მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა რუს ხალხს მტრული ძალების მხრიდან პოლიტიკური და სამხედრო საფრთხისა და შანტაჟის აღმოფხვრის საქმეში". კიმ ჩენს ინს სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება.

ჩრდილოეთ კორეა ხაზს უსვამს რუსეთთან მჭიდრო კავშირს და მხარს უჭერს უკრაინაში შეჭრას. თებერვალში მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში შეერთებული შტატებისა და დასავლეთის "ჰეგემონიური პოლიტიკა" დაადანაშაულა.