ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტს ხელი მოაწერა. ბაიდენის თქმით, სისასტიკე, რომელსაც რუსეთი ჩადის, სულაც არ არის მკრთალი.

"ხელს ვაწერ კანონპროექტს, რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, მხარი დავუჭიროთ უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს თავიანთი ქვეყნის და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში", — თქვა მან დოკუმენტის ხელმოწერისას.

მან ისაუბრა, რომ პუტინის ომს კიდევ ერთხელ მოაქვს განადგურება ევროპაში.

"ეს კანონმდებლობა საშუალებას მოგვცემს დროულად მივაწოდოთ უკრაინას საჭირო თავდაცვითი აღჭურვილობა პუტინის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს ასევე არის მკაფიო გზავნილი ნატოს მოკავშირეებისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგან", — აცხადებს ის.

როგორც CNN წერს კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს აქტი ბაიდენს ბევრად უფრო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსეთისგან. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალება ექნება, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად და სწრაფად მიაწოდოს.

კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 29 აპრილის დაამტკიცა. მას 417 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა. იქამდე უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის მიღებას მხარი სენატმა 7 აპრილს დაუჭირა.