Corps of Exploration-ის გუნდმა ახლახან წყნარი ოკეანის ლილიუოკალანის თხემის შესწავლისას სტრუქტურა აღმოაჩინა, რომელიც გზას ძალიან წააგავს.

შესაძლოა, იგი მითური ქალაქის, ატლანტიდის, ყვითელ აგურებიან გზას ძალიან წააგავდეს, თუმცა შემდგომ Nautilus-ის საიტზე გამოქვეყნებულ პოსტს თუ დავუჯერებთ, იგი უძველესი აქტიური ვულკანური გეოლოგიის მაგალითია.

ეკიპაჟმა ახლახან Nautilus-ის ოფიციალურ YouTube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ვხედავთ მეცნიერებს, რომლებიც ქვის ნიმუშებს აგროვებენ და ახლომახლო ზღვის ცხოვრებას აღწერენ.

აღსანიშნავია, რომ, CNET-ის უწყებით, გასულ თვეში გუნდმა საზღვაო ექსკურსიების ფარგლებში რამდენიმე მშვენიერი, არაამქვეყნიური სახეობაც აღმოაჩინა.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ სასიამოვნო სანახავია ის აღტაცება, რომელიც ზღვის შემსწავლელ მეცნიერებს ეუფლებათ მსგავსი აღმოჩენების გაკეთებისას. მიუხედავად ამისა, ერთობ სამწუხაროა იმის გააზრება, რომ ოკეანეს, რომელიც ამდენ ჯერაც აღმოუჩენელ იდუმალებას გვინახავს, ასე უმოწყალოდ ვანადგურებთ.

ასევე იხილეთ: დინოზავრების განადგურების შემდეგ ადამიანები ახლა დედამიწაზე ყველაზე დიდ ოკეანურ გადაშენებას იწვევენ

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.