2 წლის ძაღლი, სახელად პატრონი, სოციალური ქსელებში ძალიან პოპულარულია. პატრონმა უკრაინის ომში უკვე დიდი როლი ითამაშა და 200-ზე მეტი რუსული ბომბი იპოვა. პატრონი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის წევრია და ამჟამად ქალაქ ჩერნიგოვში ცხოვრობს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას 2 წლის ძაღლი და მისი მეპატრონე რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ თავდადებული ბრძოლისთვის მედლით დააჯილდოვა. პატრონი, რომელმაც ომის დაწყებიდან დღემდე დიდი რაოდენობით ბომბი და ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინა, უკრაინული პატრიოტიზმის სიმბოლოდ იქცა.

პატრონის დაჯილდოება კიევში გაიმართა და პრესკონფერენციას კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდოც ესწრებოდა. პატრონმა ჯილდოს მიღების შემდეგ ყეფა და კუდის თამაში დაიწყო, რამაც დამსწრე საზოგადოება გაამხიარულა.

"დღეს მინდა ის უკრაინელი გმირები დავაჯილდოო, რომლებიც ჩვენს მიწას ნაღმებისგან ასუფთავებენ. მათ შორის კი პატრონიცაა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის გარდა, ჩვენ შვილებს ნაღმების შესახებ უსაფრთხოების აუცილებელ წესებს ასწავლის", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფოტო: Twitter

პატრონი ერთადერთი ძაღლი არ არის, რომელიც უკრაინის ომშია ჩართული. ტვიტერზე უკვე არსებობს ანგარიში, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე ძაღლებისა და კატების ცხოვრებაზე მოგვითხრობს და მათ ყოველდღიურობას აღწერს.