მთავრობის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები — 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა", — ნათქვამია განცხადებაში.