ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს, რომელიც სამხედრო დახმარებებზე გადანაწილდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ეს დაემატება უკვე არსებულ 1,5 მილარდი ფუნტი სტერლინგის დახმარებას, რომლის ფარგლებშიც 400 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობის დაფინანსებაზეა გათვლილი.

ოკუპანტებმა გუშინ უგანსკის ოლქში, ბელოგოროვკა სკოლა დაბომბეს. ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ცნობით, შენობაში 90 ადამიანი იმყოფებოდა, 30 მოქლაქის ევაკუაცია მოახერხეს, ხოლო 60 ადამიანი ნანგრევებშია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში