The New York Times-ის უწყებით, კაცი, რომელმაც ღორის გულის გადანერგვის შემდეგ ორი თვე იცოცხლა, შესაძლოა, სინამდვილეში ღორის ვირუსით დაღუპულიყო.

ასევე იხილეთ: პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, დაიღუპა

ბარტლი გრიფიტის, მერილენდის სამედიცინო სკოლის ქირურგის, განცხადებით, უცნობია, იყო თუ არა ვირუსი პაციენტის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი, თუმცა, სავარაუდოდ, ფატალურ დასასრულს ხელი ამან შეუწყო.

აღსანიშნავია, რომ გადანერგვამდე ქირურგებმა ღორის გული ვირუსზე, სახელად ღორის ციტომეგალოვირუსზე (CMV), შეამოწმეს, თუმცა ტესტები არა ლატენტურ, არამედ მხოლოდ აქტიურ ინფექციას აფიქსირებს.

გრიფიტის თქმით, პროცედურიდან 20 დღის შემდეგ ტესტით პაციენტში ღორის ციტომეგალოვირუსის მცირე რაოდენობა შენიშნეს. მიუხედავად ამისა, ბენეტის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, მომდევნო რამდენიმე ტესტმა კი ვირუსის ტემპის სწრაფი ზრდა აჩვენა. მისი თქმით, შესაძლოა, სწორედ CMV ყოფილიყო სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.

"45-ე დღეს იგი ნამდვილად შეშინებული ჩანდა", — თქვა გრიფიტმა — "რაღაც მოხდა. იგი ავადმყოფურად გამოიყურებოდა. ყურადღებას არ გვაქცევდა. არ გველაპარაკებოდა. საწოლში იწვა და მძიმედ სუნთქავდა, ასე თუ ისე თბილი იყო".

დევიდ ბენეტი 57 წლის იყო, მას გულის დაავადება ჰქონდა და სწორედ ამიტომ დასთანხმდა ექსპერიმენტში მონაწილეობას, ანუ გენმოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვას.

გულის ტრანსპლანტაცია იყო ერთ-ერთი იმ მოწინავე ოპერაციებისგან, რომელიც ბოლო პერიოდში ქსენოტრანსპლანტაციის კუთხით ჩატარდა. გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი თუ გული ამ ეტაპზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლის იმედია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.