უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ყველა დიპლომატიური ხიდი არ არის ჩატეხილი, მაგრამ უარი უნდა თქვას ქვეყნის ოკუპაციაზე და გავიდეს იმ ტერიტორიიდან, რომელზეც 24 თებერვალს შეიჭრა.

"მე ამირჩიეს უკრაინის და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად", — ციტირებს Guardian ზელენსკის.

მან ასევე ისაუბრა, რომ მარიუპოლი, როგორც ქალაქი, ვერ დაეცემა, რადგან ის უკვე განადგურებულია. თქვა, რომ სამომავლო მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება, თუ რუსეთი მოკლავს იქ დარჩენილ სამოქალაქო პირებსა და სამხედროებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდებს, 9 მაისს, როცა რუსეთი "გამარჯვების დღეს" აღნიშნავს, ძლიერი ნაბიჯი გადადგას და კიევში ჩავიდეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში