კლიმატის ცვლილებასთან ერთად პრობლემაა ბიომრავალფეროვნების დაკარგვაც. ბევრი მეცნიერი ამას ბრძოლა გადარჩენისთვისასაც ეძახის. არ წყდება კამათი იმაზე თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ გლობალური დათბობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი საშუალება რითაც შეგვიძლია, რომ ბუნებას მოვუფრთხილდეთ, ეს ხეების დარგვაა. მაშ ასე — გაიცანით დრონები, რომლების სწორედ ამას აკეთებენ.

ეს დრონები ავსტრალიურმა სტარტაპმა AirSeed Technology-იმ შეიმუშავა. კომპანია და მისი ინოვაციური ტექნოლოგია რამდენიმე დღის წინ წარდგნენ Euro Green News-ზე.

როგორია ეს უნიკალური ინოვაცია?

ახალი ტექნოლოგია მოიცავს ხელოვნურ ინტელექტსა და სპეციალურად შემუშავებულ სარგავ მასალას, რომელთა გასროლაც შესაძლებელია ციდან მიწაში. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მეთოდი 25-ჯერ უფრო სწრაფია და 80 პროცენტით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თესლის დარგვის ტრადიციული მეთოდოლოგიები.

"მასალა რისგანაც ხდება დარგვა არ ჯდება ძვირი, არის ეფექტიანი და მოიცავს რამდენიმე დამატებით საკვებ ნივთიერებას, მინერალს და სხვა დანამატებს, რომლებიც აუცილებელია ნერგების განვითარებისთვის", — ნათქვამია კომპანიის საიტზე.

დრონები, რომლებიც მიწის განაყოფიერებას ციდან ახდენენ ავტონომიურად მუშაობენ.

მონაცემების შეგროვება და ფრენის დაგეგმვა

პირველად ხდება "დაზვერვითი" გაფრენა. ამის შემდეგ გროვდება მასალა და იწყება ზუსტი გეგმების გამოთვლა, რომლებსაც დრონები მიჰყვებიან. მას შემდეგ, რაც დარგვა მოხდება, მკვლევრები დრონებს უშუალოდ პროცესზე დასკვირვებლადაც იყენებენ. დროენბი აკვირდებიან ნერგს, რამდენად კარგად ვითარდება.

"ეს ხელს უწყობს ზრდის ტემპების ზუსტ მონიტორინგსა და მისთვის ხელშეწყობას", — ამბობენ კომპანიაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.