გირჩი — მეტი თავისუფლების წევრები ცოტნე კობერიძე და ბორის ყურუა სუს-თან გამართული აქციის პარალელურად პოლიციელებს "ლექციას უტარებენ". მათი თქმით, საპროტესტო აქციების დროს მობილიზებული სამართალდამცველები "დროს უქმად კარგავენ", ამ შემთხვევაში კი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებიან.

"ნებისმიერ დროს როცა აქ მოვდივართ და პერფორმანსს ან აქციას ვმართავთ სულ ბევრი პოლიციელი მოჰყავთ და აყენებენ და არაფერს აკეთებინებენ, ანუ დროს უქმად აკარგვინებენ . ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ფულს დროს უქმად არ უნდა კარგავდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაღაცებზე ვესაუბროთ: ადამიანის უფლებებზე, დანაშაულზე და დრო უფრო შემოქმედებითად გავატარებინოთ", — ამბობს ყურუა ფორმულასთან გაკეთებულ კომენტარში.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს "მწარე გაკვეთილია" და დღევანდელი ლექციის თემა დემოკრატიული ქვეყნისა და სამართლებრივი პრინციპებია. მათივე განცხადებით, სურთ ამგვარმა გაკვეთილებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს.