ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

"პრემიერმინისტრმა მიიღო პრეზიდენტი პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტართან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა მას პრეზიდენტის დამოკიდებულების დაზუსტებისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის მიმართ", — აცხადებს ბენეტის ოფისი.

ლავროვმა განაცხადა, რომ ნაცისტ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერს "ებრაული სისხლი ჰქონდა", შესაბამისად ზელენსკის "ნაცისზმს" მისი ებრაული სისხლი არ ცვლის.

ამ განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, ხოლო მინისტრმა განაცხადა, რომ ლავროვის განცხადება საშინელი ისტორიული შეცდომაა და მისგან ბოდიშს ელიან.