ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რითიც მოუწოდებს ევროკომისიას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

"რუსეთის წარმოებული ომის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ, პარლამენტი მიესალმება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2022 წლის 3 მარტს და ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად "დამსახურების საფუძველზე".

ამავდროულად ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ მოლდოვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.