რუსეთმა ქვეყნიდან ამჯერად დანიელი დიპლომატები გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დანიის საელჩოს შვიდი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. დიპლომატებმა ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
სამინისტროს თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი დანიიდან რუსი დიპლომატების გაძევება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაა. რუსეთი ამტკიცებს, რომ დანიის "ღია ანტირუსული პოლიტიკა" სერიოზულ ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.
ამასთანავე, რუსული მხარე იტოვებს უფლებას გადადგას დამატებითი საპასუხო ნაბიჯები კოპენჰაგენის ქმედებებზე, რის შესახებაც მათ მოგვიანებით აცნობებენ.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ინფორმირებული არიან მოსკოვში მათი საელჩოს ოთხი დიპლომატის და სამი სხვა თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
"ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ღრმად პრობლემური გადაწყვეტილება, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთს აღარ სურს რეალური დიალოგი და დიპლომატია", — განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.
ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს დანიის სამეფომ უკრაინას 2 700 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა. 5 აპრილს კი, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები