დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გვეღირსა სტივენ კინგის რომანის The Dark Tower-ის ეკრანიზაციის პირველი ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი და იდრის ელბა ასრულებენ.

The Dark Tower რომანების სერია, რომელშიც ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებათა და ვესტერნის ჟანრებია გაერთიანებული.

ტრეილერიდანაც ჩანს, რომ სიუჟეტი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, განსლინგერის (მსროლელი) კოშკისკენ მოგზაურობისა და პარალელურ სამყაროში მიმდინარე ბოროტისა და კეთილის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

აქვე ვხედავთ მის თანამგზავრს, ჯეიკ ჩემბერსს, რომლის როლსაც ტომ ტეილორი ასრულებს. ბიჭი ახალ სამყაროს აღმოაჩენს და გადაწყვეტს სამყარო იმ საფრთხისგან დაიცვას, რომელსაც მილიარდობით ადამიანის განადგურება მოჰყვება.

ფილმში მეთიუ მაკკონაჰი განსლინგერის მთავარ მეტოქეს თამაშობს.

The Dark Tower-ის პრემიერა 2017 წლის აგვისტოში იგეგმება.