ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილავს თუ არა აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას მოლდოვასა და საქართველოსთვის და ხედავს თუ არა შტატები ამ ქვეყნების წინააღმდეგ ახალი აგრესიის გარდაუვალ საფრთხეს.

საქართველოც და მოლდოვაც, ჩვენი — შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, მათი დამოუკიდებლობის, მათი ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ ვაჩვენეთ ეს ერთგულება მრავალი გზით", — აღნიშნა მან.

პრაისის თქმით, აშშ ერთგულია საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მსგავს ქმედებებს არ მოითმენენ", — აცხადებს პრაისი.

მისივე განცხადებით, აშშ-ს აქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან და ბოლო მოვლენებთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყოველთვის მიმდინარეობს.