AP-ის გამოძიებით, მარიუპოლით თეატრზე თავდასხმას არა 300, არამედ 600 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისინი წერენ, თვითმხილველთა ჩვენებებისა და თეატრის შიდა სივრცეში გადაღებული ფოტოების საფუძველზე შენობის იატაკის 3D მოდელი შეიმუშავეს. მათ მოწმეთა ნაამბობის დეტალურად დაადგინეს, თუ სად რამდენი ადამიანი აფარებდა თავს.

მოწმეები გამოცემასთან ამბობენ, რომ შენობასთან ახლოს დაახლოებით 100 ადამიანი იყო და მათგან ვერავინ გადარჩა. ამასთან, თეატრის ოთახებსა და დერეფნებში ყოველ 3 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სხვა გადარჩენილები კი ვარაუდობენ, რომ შენობაში მყოფი 1000-მდე ადამიანისგან გაქცევა 200-ზე მეტმა ვერ შეძლო.

გამოცემა გამოძიებით რუსეთის მტკიცებასაც უარყოფს, რომ თეატრის უკრაინის სამხედრო ბაზას ემსახურებოდა, რადგან შენობაში მოქმედი უკრაინელი სამხედროები თვითმხილველთაგან არავის უნახავს. ასევე, მათგან არცერთს ეპარება ეჭვი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ოკუპანტთა საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლნენ.

25 მარტს, მარიუპოლის საბჭო ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.